გერმანიას ისევ “დიდი კოალიცია” მართავს

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თავისი მეოთხე მთავრობის ფორმირების შესაძლებლობა მიიღო მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში წასულმა სოციალ-დემოკრატებმა მერკელის პარტიასთან ერთად “დიდ კოალიციას” მისცეს ხმა.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგით 464 ათას წევრში ჩატარებულმა კენჭისყრამ იმ ჩიხიდან გამოსვლის შესაძლებლობა გააჩინა, რომელშიც გერმანია სექტემბრის არჩევნების შემდეგ აღმოჩნდა. სოციალ-დემოკრატებში დავა მიდიოდა: პარტიის ხელმძღვანელობა კოალიციის შექმნას უჭერდა მხარს, ახალგაზრდა რადიკალური ფრთა კი წინააღმდეგი იყო.

მერკელმა, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 12 წელია, სოციალ-დემოკრატებს შედეგები მიულოცა. პარტიის 66%-მა მხარი კოალიციის აღდგენას დაუჭირა. ხმები წუხელ ბერლინში, პარტიის შტაბ-ბინაში დაითვალეს.

banner
წინა სტატიაშიძლიერმა ქარბორბალამ ბიძინა ივანიშვილის მიერ გურიაში გადასატანად გამზადებული ასწლოვანი ორი ხე მთლიანად გადატეხა
შემდეგი სტატიაიტალიის ნაკრების ფეხბურთელი დავიდე ასტორი გარდაიცვალა