იტალიის ნაკრების ფეხბურთელი დავიდე ასტორი გარდაიცვალა

იტალიის ნაკრების ფეხბურთელი და “ფიორენტინას” კაპიტანი დავიდე ასტორი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა – საფეხბურთო კლუბი ავრცელებს. “ფიორენტინა” ღრმა შოკშია მომხდარის გამო და იძულებულია განაცხადოს, რომ ჩვენი კაპიტანი დავიდე ასტორი ავადმყოფობის გამო გარდაიცვალა. სიტუაციის მთელი საშინელების გათვალისწინებით და მისი დელიკატურობის გამო, გთხოვთ, გამოავლინოთ თანაგრძნობა, პირველ რიგში, მისი ოჯახის მიმართ” – ნათქვამია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი სასტუმროს ნომერში ძილში გაიპარა. სავარაუდოდ, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის მოულოდნელი გაჩერება იყო – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიას ისევ “დიდი კოალიცია” მართავს
შემდეგი სტატიაბორის გრებენშიკოვი რეანიმაციაშია