გერმანიამ პროტასევიჩთან “ინტერვიუს” სამარცხვინო უწოდა

გერმანიის მთავრობა თვლის, რომ ბელორუს ბლოგერ რომან პროტასევიჩთან “ინტერვიუ”, რომელიც გუშინ ტელეკომპნია
ОНТ-მ აჩვენა, დაკავებულის “ფსიქოლოგიური, შესაძლოა, ფიზიკური დამუშავების” შედეგია – ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფან ზაიბერგმა პარასკევს, 4 ივნისს განაცხადა. მისი თქმით, ბელორუსისთვის “მიუღებელ ჟურნალისტს გისოსებს მიღმა სვავენ და იქ ფსიქოლოგიურად, შესაძლოა, ფიზიკურადაც ისე ამუშავებენ, რომ ის აბსოლუტურად უღირს და წარმოუდგენელ ინტერვიუს აძლევს აღიარებებით”.

შტეფან ზაიბერგმა ტრანსლაციას ბელორუსის ხელისუფლების “სირცხვილი” უწოდა, რომელითაც მან “დემოკრატიის სიძულვილი”, “ადამიანების სიძულვილი” აჩვენა. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ გერმანია მხარს დაუჭერს პროტასევიჩს. “ჩვენი ფიქრები ამ ახალგაზრდა ადამიანთან და ბელორუსის სხვა მოქალაქეებთან არის, რომელთაც ასე არაადამიანურად ექცევიან საკუთარი შეხედულებების გამო” – აღნიშნა ზაიბერტმა – “დოიჩე ველე” წერს.

დიდმა ბრიტანეთმა “ინტერვიუს” “საგანგაშო” უწოდა და განაცხადა, რომ ის “აშკარად ზეწოლის შედეგად შედგა”. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინსიტრმა დომინიკ რააბმა მოწოდება გააკეთა ტრანსლაციაში მონაწილე ყველა პირის მიმართ პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

3 ივნისის ინტერვიუში დაკავებული ოპოზიციონერი ჟურნალისტი ამბობს, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ასახელებს გვარებს, რომლებიც თითქოსდა არეულობების ორგანიზატორებიო არიან და აქებს ციხის პირობებს. მისი თქმით, იმდენ ხორც აძლევენ, რომ მთელი დღე ვერ ჭამს.

ბელორუსი ოპოზიციონერები ამბობენ, რომ ჟურნალისტმა აღიარება იძულებით მისცა.

banner
წინა სტატიაშიგერმანია ბელორუსელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად დაახლოებით 3 მილიონ ევროს გამოყოფს
შემდეგი სტატიაჯანდაცვის სამინისტრო – სოცქსელში გავრცელებული ჩანაწერები შეიცავს ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის არასრულწლოვნების მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას