გერმანია ბელორუსელი ჟურნალისტების მხარდასაჭერად დაახლოებით 3 მილიონ ევროს გამოყოფს

გერმანიის მთავრობამ დაახლოებით 2,9 მილიონი ევრო გამოყო ბელორუსი ჟურნალისტების მხარდასაჭერად, რომელთაც მთავრობა სდევნის – ამის შესახებ საუბარია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტატს-მდივნის მიგელ ბერგერის განცხადებაში – “დოიჩე ველე” წერს.

თანხა დაკავებული და ბრალდებული ჟურნალსიტების იურიდიულ დახმარებას მოხმარდება, ასევე, პროგრამულ უზრუნველყოფას ან დაშავებული ტექნიკის შეცვლას.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ფინანსური დახმარება დაგეგმილია ბელორუსის დამოუკიდებელი მედიისთვის როგორც ბელორუსში, ასევე, გარეთ.

ლუკაშენკოს რეჟიმი ჟურნალისტების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს იყენებს. მაისში ქვეყნის უმსხვილეს პორტალ Tut.by-ზე ჩხრეკა ჩატარდა, დააპკავეს 15 ადამიანი. მთავარ რედაქტორსა და ერთ ჟურნალისტს თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ჟურნალისტისა და ბლოგერის რომან პროტასევიჩის დაკავებამ, რომელიც თვითმფრინავის იძულებითი დაშვების შემდეგ მოხდა, საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. 5 ივნისიდან ევროკავშირი ბელორუსული ავოაკომპანიებისთვის საჰაერო სივრცეს დაკეტავს.

banner
წინა სტატიაშიდანიაში სამხედროებს სამსახურის გარდა ფორმით სიარული აუკრძალეს
შემდეგი სტატიაგერმანიამ პროტასევიჩთან “ინტერვიუს” სამარცხვინო უწოდა