გერმანია უკრაინის დასახმარებლად საგარეო სამხედრო მხარდაჭერის ფონდს 2 მილიარდ ევრომდე გაზრდის

გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ გერმანია საგარეო სამხედრო მხარდაჭერის ფონდს 2 მილიარდ ევრომდე გაზრდის. ფონდიდან თანხის უმეტესი ნაწილი იარაღის შესაძენად უკრაინას გადაეცემა. ამის შესახებ კრისტიან ლინდნერმა Twitter-ზე დაწერა.
მისი განცხადებით, ეს თანხები უკრაინას რუსეთის საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში „დიდ სარგებელს მოუტანს“.

„მედიის ანგარიშები სწორია: დამატებით ბიუჯეტში Ertüchtigungshilfe-ის (პარტნიორ ქვეყნებში შეიარაღებული და უსაფრთხოების ძალების გაძლიერების ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტი) დახმარება 2 მილიარდ ევრომდე გაიზრდება. ეს თანხები დიდ სარგებელს მოუტანს უკრაინას. ეს ფედერალურმა კანცლერმა მოითხოვა“, – წერს გერმენელი მინისტრი.

banner
წინა სტატიაშიჩემთვის პატივია გმირ კიევში ყოფნა, მინდა, მადლიერება გამოვხატო რუსლან სტეფანჩუკისადმი, რომელიც მასპინძლობს ჩვენს საპარლამენტო დელეგაციას მიმდინარე ომისა და ყოველდღიური დაბომბვების მიუხედავად – პაპუაშვილი
შემდეგი სტატიავიწვევთ საქართველოს, რომ მსოფლიოს მიერ, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს შემოუერთდეს – სტეფანჩუკი