გერმანია თურქეთის მიერ რუსული С-400-ის ყიდვის გამო შეშფოთებულია

თურქეთში გერმანიის ელჩმა მარტინ ერდმანმა “სერიოზული შეშფოთების” შესახებ განაცხადა, რომელსაც თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400-ების ყიდვის გამო განიცდის გერმანია. “ჩვენთვის სასურველია, რომ თურქეთი დასავლეთის ალიანსში დაფუძნდეს, ამიტომ შეშფოთებული ვუყურებთ С-400-ების ყიდვას” – ორშაბათს, 29 აპრილს განაცხადა ელჩმა ანკარაში. მან, ასევე თქვა, რომ მსოფლიოში ყველა სახელმწიფო თავისუფალია საკუთარი შეიარაღების ყიდვის არჩევაში, მაგრამ თურქეთი ყურადღებით უნდა იყოს რუსული სისტემების შეძენისას, რადგანაც ის ნატოს სტანდარტებს არ შეესაბამება – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიშრი-ლანკაში ქალებს ნიქაბის ტარება აუკრძალეს
შემდეგი სტატიამაკრონმა და მერკელმა კოსოვოში სიტუაციის დარეგულირების მექანიზმი ჩაუშვეს