შრი-ლანკაში ქალებს ნიქაბის ტარება აუკრძალეს

შრი-ლანკაში ეკლესიებსა და სასტუმროებზე მომხდარი თავდასხმების სერიის შემდეგ, რომლის შედეგადაც 250 ადამიანი დაიღუპა, ქალებს ტანსაცმლით სახის დაფარვა აუკრძალეს. ქვეყნის პრეზიდენტმა მაიტრიპალა სირისენმა სპეციალური განკარგულებით აკრძალა ნებისმიერი ტანსაცმლის ტარება, რომელიც სახელს ფარავს, რადგანაც ეს პირის იდენთიფიკაციას უშლის ხელს – “დოიჩე ველემ” გაავრცელა.
პრეზიდენტმა განკარგულების გაცემისას ისარგებლა ფართო უფლებებით, რომელიც ქვეყანაში გამოცხადებულმა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმმა მიანიჭა. გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტმა ორი რადიკალური ისლამური დაჯგუფება NTJ და JMI აკრძალა. მთავრობა ფიქრობს, რომ ტერორისტები ქალ-თვითმკვლელებს გამოიყენებენ თავდასხმების გაგრძელების შემთხვევაში.
სამართალდამცველები, რომლებმაც ტერაქტების გამო უკვე 150 პირი დააკავეს, კიდევ 140 პირს ეძებენ, რომლებიც აღნიშნული დაჯგუფებების წევრები არიან.

banner
წინა სტატიაში,,პუტინი ასე სულელი გგონიათ, რომ თავის აგენტს ასე საჯაროდ და საზეიმოდ დაუჭერდა მხარს? “-ცოტნე გამსახურდია
შემდეგი სტატიაგერმანია თურქეთის მიერ რუსული С-400-ის ყიდვის გამო შეშფოთებულია