გერმანია შიშობს, რომ “ისლამური სახელმწიფო” გლობალურ იატაკქვეშა ქსელს შექმნის

გერმანიის მთავრობა შიშობს, რომ ჯიჰადისტების დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ”, შესაძლებელია, ტეროსტისტების გლობალური იატაკქვეშა ქსელი შექმნას. დაჯგუფების წინააღმდეგ მებრძლი ძალები ცალსახად თანხმდებიან იმაზე, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა სირიასა და ერაყში ჯერ არ დასრულებულა” – გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა 15 თებერვალს “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ კოალიციაში შემავალი ქვეყნების შეხვედრაზე, რომელიც მიუნხენში 15 თებერვალს ჩატარდა – “დოიჩე ველე” წერს. “ჩვენთვის ცნობილია, რომ სირიასა და ერაყში ხალიფატი განადგურებულია. მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე მომენტში “ისლამური სახელმწიფო” საკუთარ სახეს იცვლის, მიდის ღრმად იატაკქვეშ და იქ სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ერთად, ფაქტობრივად, გლობალურ ქსელს ქმნის” – განაცხადა მინისტრმა.
შეხვედრაზე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ მიანიშნა, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ გარანტია უნდა დადოს, რომ სირიაში, ან სხვა რეგიონში “ისლამური სახელმწიფოს” აღორძინება და მეტამორფოზა არ მოხდება – “დოიჩე ველე” წერს.

მიუნხენის შეხვედრის მონაწილეებმა, მათ შორის, აშშ-მ დაადასტურეს თანხმობა, რომ კოალიცია, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ გამოდის, გააგრძელებს ბრძოლას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „თიბისი ბანკის“ საქმე სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული
შემდეგი სტატიაავღანეთში საბჭოთა ჯარების გაყვანის 30 წლისთავი აღნიშნეს