ავღანეთში საბჭოთა ჯარების გაყვანის 30 წლისთავი აღნიშნეს

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში პარასკევს, 15 თებერვალს მრავალი სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ქვეყნიდან საბჭოთა ჯარების გაყვანის 30 წლისთავს მიეძღვნა. როგორც გერმანული მედია წერს, ქვეყნის პარლამენტში ასოით ავღანელი შეიკრიბა, რომლებმაც საბჭოთა არმიასთან ბრძოლაში ოჯახის წევრები დაკარგეს.
საპრეზიდენტო სასახლეში გამოსვლისას ავღანეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აბდულა აბდულამ განაცხადა, რომ საბჭოთა შეჭრა “თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივი იყო”. “ჩვენ ვზეიმობთ, რადგანაც ამ დღეს რუსული იმპერია დავამარცხეთ” – თქვა პარალმენტის წევრმა საში მოშვანიმ, რომელიც, როგორც თვითონ განაცხადა, ასევე, იბრძოდა საბჭოთა ჯარების წინააღმდეგ.

საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა საბჭოთა ჯარების ავღანეთში შეყვანის შესახებ გადაწყვეტილება 1979 წლის 12 დეკემბერს მიიღო, ათ დღეში კონტიგენტის შეყვანა უკვე დაიწყო.
ათი წლის მანძილზე ავღანეთში 15 ათასი საბჭოთა ჯარისცაკი დაიღუპა, მათ შორის, 128 ქართველი. ავღანეთის მხრიდან კი – 1,2 მილიონი ადამიანი. საბჭოთა ჯარები ავღანეთიდან 1989 წლის 15 თებერვალს გამოიყვანეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანია შიშობს, რომ “ისლამური სახელმწიფო” გლობალურ იატაკქვეშა ქსელს შექმნის
შემდეგი სტატიააშშ სამხედრო საჭიროებებზე 10-ჯერ მეტს ხარჯავს, ვიდრე რუსეთი