გერმანია და საფრანგეთი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი სკრიპალის საქმესთან კავშირშია

გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები ბრიტანეთისა და აშშ-ს აზრს იზიარებენ იმასთან დაკავშირებით, რომ ბრიტანეთში ყოფილი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლის საქმის უკან რუსეთი დგას – ამის შესახებ ნათქვამია დღეს ოთხი ქვეყნის მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში.
დუკუმენტში წერია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მსგავსი საომარი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებით თავდასხმა პირველად ხდება. “საუბარია გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტის ხელყოფაზე. მსგავსი ქმედებები ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ხელშეკრულების და ასევე, საერთაშორისო სამართლის ხელყოფაა” – ნათქვამია განცხადებაში.
ბრიტანეთმა თავის პარტნიორებისთვის წარმოდგენილი დეტალებით აჩვენა, რომ თავდასხმაზე დიდი ალბათობით პასუხისმგებელია რუსეთი. “ჩვენ ვეთანხმებით გაერთიანებულ სამეფოს იმაში, რომ მომხდარის სხვაგვარად ახსნა შეუძლებელია” – წერია განცხადების ტექსტში – “დოიჩე ველე” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიმაკრონმა პარიზში წიგნის სალონში რუსული სტენდის ნახვაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიააღმოსავლეთ გუტადან ხალხი მასობრივად გადის (ფოტო)