აღმოსავლეთ გუტადან ხალხი მასობრივად გადის (ფოტო)

სირიაში, დამასკოს ახლოს მდებარე აღმოსავლეთ გუტადან დღეს დაახლოებით 12 ათასი ადამიანი გავიდა იმის შიშით, რომ სამთავრობო ჯარები მორიგ თავდასხმას განახორციელებს ქალაქზე. მშვიდობიანი მოსახლეობა გადის სპეციალურად შექმნილი ჰუმანიტარული დერეფნიდან. დამასკო ირწმუნება, რომ ოპოზიციური ძალები, რომელიც ქალაქშია გამაგრებული, ადგილობრივებს ცოცხალ ფარად იყენებენ.

18 თებერვლიდან ქალაქში 1100-ზე მეტი მშვიდობიანი მოსახლეა გარდაცვლილი. აღმოსავლეთ გუტა თითქმის სრულიად განადგურებულია.

banner
წინა სტატიაშიგერმანია და საფრანგეთი დარწმუნებული არიან, რომ რუსეთი სკრიპალის საქმესთან კავშირშია
შემდეგი სტატიასავჩენკომ პუტინს თხოვნით მიმართა