გენშტაბი – უკრაინის დამცველებმა მარინკას რაიონში შტურმი შეაჩერეს, მტერი სამარცხვინოდ გაიქცა

უკრაინის დამცველებმა შეაჩერეს მტრის თავდასხმის მცდელობა მარინკას რაიონში, მტერი სამარცხვინოდ გაიქცა, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სევეროდონეცკის შტურმს, რათა ქალაქზე სრული კონტროლი დაამყარონ. მათივე ინფორმაციით, სევეროდონეცკის მიმართულებით გრძელდება უკრაინული ძალების ნაწილების დაბომბვა სხვადასხვა კალიბრის არტილერიიდან.

“უსტინოვსკის, გორნისა და ლისიჩანსკის მახლობლად განხორციელდა საჰაერო თავდასხმები. მტერი არ წყვეტს შტურმს, რათა დაამყაროს სრული კონტროლი ქალაქ სევეროდონეცკზე. გარდა ამ ქალაქისა, ჩვენი ჯარისკაცები წარმატებით უპირისპირდებიან სიროტინასა და ბელაია გორას დასახლებებში“ , – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, ნიკოლაევკას, ვერშინასა და სემიგორიეს დასახლებების რაიონებში, მტერი ახორციელებს შეტევით ოპერაციებს, ბრძოლა გრძელდება. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა პოკროვსკის, ნიკოლაევკასა და ბელოგოროვსკის მახლობლად.

„ავდიივკას მიმართულებით ოკუპანტებმა საჰაერო დარტყმა განახორციელეს ნიუ-იორკის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, მათ დაბომბეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ოჩერეტინოს, ავდიივკას, კამენკას, ნეტაილოვოს, ნიკოლსკოესა და ორეხოვოს დასახლებების ტერიტორიებზე,“- აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.

მათივე ცნობით, რუსული ძალები სისტემატურად ახორციელებენ საარტილერიო დაბომბვას ჰრუშუვახის, ვერნოპოლიეს, ადამოვკასა და მაზანივკას დასახლებების რაიონებში და ავიაიერიშებს ბოგოროდიჩნის მახლობლად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე.

banner
წინა სტატიაშირუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი – ვერეშუკი
შემდეგი სტატიათბილისის რიგით მე-14 სტუდენტური ფილმების ფესტივალი იხსნება