რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი – ვერეშუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, რუსეთს 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ტყვედ ჰყავს აყვანილი.

ვერეშუკის თქმით, რუსეთის მიერ დატყვევებული უკრაინელები რუსეთში, როსტოვსა და კურსკში, საპყრობილეებში იმყოფებიან.

“1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია. ისინი არიან როსტოვსა და კურსკში. ისინი საპყრობილეში არიან, როგორც ომის ტყვეები, თუმცა ომის ტყვეები არ უნდა იყვნენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ვერეშუკმა.

banner
წინა სტატიაშიჩერგოლეიშვილი – მაიდანს სამი თვე დასჭირდა, ჩვენც მაგდენი დაგვჭირდება, თუ სიმულაციურ პროცესებს არ შევაქმნევინებთ ოცნებას და გადავარჩენთ
შემდეგი სტატიაგენშტაბი – უკრაინის დამცველებმა მარინკას რაიონში შტურმი შეაჩერეს, მტერი სამარცხვინოდ გაიქცა