გენერალი დვორნიკოვი, ცდილობს ასიამოვნოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველგან შეტევაზე გადავიდეს – არესტოვიჩი

გავრცელდა კადრები და ინფორმაცია, რომ სიმფეროპოლიდან ხერსონის ოლქისკენ რუსული სამხედრო ტექნიკის კოლონა მიემართება. პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის, ოლექსი არესტოვიჩის თქმით, რუსები ხერსონიდან კრივოი როგზე შეტევისთვის ემზადებიან.

“უცნაური გადაწყვეტილებაა, რისთვის სჭირდებათ ეს? ეს ძალების არათანაბარი გადანაწილებაა ფრონტის ხაზზე. სამხედროებს უნდა ესმოდეთ, მაგრამ გენერალი დვორნიკოვი, რომელიც ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს, ცდილობს ასიამოვნოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და უბრალოდ, ყველგან შეტევაზე გადავიდეს. იქნებ ხრისტო გროზევი მართალია და ვლადიმერვ ვლადიმეროვიჩმა გადაწყვიტა მართლაც თავად უხელმძღვანელოს ამ ოპერაციას. იმიტომ რომ სამხედრო თვალსაზრისით ეს უდიდესი სისულელეა. ასეთი გადაწყვეტილებებით რუსები საკუთარ უტილიზაციას დააჩქარებენ”, – თქვა არესტოვიჩმა.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობა“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის
შემდეგი სტატიარუსეთში ე.წ.დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების საელჩოების გახსნა იგეგმება