„ნაციონალური მოძრაობა“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის გამკაცრების საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის. ცვლილებების მიხედვით, პირებს, რომლებიც რაიმე ფორმით მონაწილეობდნენ ან დღემდე მონაწილეობენ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასა და სამხედრო აგრესიაში, საქართველოში შემოსვლა და ეკონომიკური აქტივობების განხორციელება აეკრძალებათ.

ცვლილებებით, დღეს მოქმედი კანონით დადგენილი შეზღუდვები ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე უნდა გავრცელდეს, რომელთა მხრიდანაც საქართველოს და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია ხორციელდება; ასევე იმ პირებზეც, რომლებიც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ იყვნენ სანქცირებული, საქართველოსა და უკრაინაში განხორცილებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის გამო.

ამასთან, პროექტით, ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებსაც კანონი აქვთ დარღვეული, ეკრძალებათ საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად. ასევე, საქართველოში მოქმედ ყველა სახის იურიდიულ პირს ეკრძალება დაფინანსების მიღება პირდაპირ ან ირიბად ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან, რომლებსაც აღნიშნული კანონი აქვს დარღვეული.

ზემოთ აღნიშნულია გარდა, ცვლილებებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს, რომლებსაც აღნიშნული კანონი აქვთ დარღვეული, საქართველოში შემოსვლა ეკრძალებათ.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტია უდრის ქვეყნის დასავლურ მომავალს
შემდეგი სტატიაგენერალი დვორნიკოვი, ცდილობს ასიამოვნოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა და ყველგან შეტევაზე გადავიდეს – არესტოვიჩი