გდანსკის მერი თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა

პოლონეთის ქალაქ გდანსკის მერი პაველ ადამოვიჩი, რომელიც საქველმოქმედო კონცერტის დროს თავდამსხმელმა დანით დაჭრა, საავადმყოფოში გარდაიცვალა. კვირა საღამოს კონცერტზე უცნობი მამაკაცი სცენაზე აიჭრა და ხალხის თვალწინ მერს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ის სცენიდან ყვიროდა, რომ უდანაშაულოდ ჩასვეს ციხეში, სადაც აწამებდნენ. მერი მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც 41 პორცია სისხლი გადაუსხეს. დააკავეს 27 წლის ადგილობრივი, რომელიც ციხიდან რამდენიმე ხნის წინ გამოვიდა. მერის დაჭრის შემდეგ მამაკაცი რამდენიმე წამი სცენაზე დადიოდა, შემდეგ მან მიკროფონი აიღო და თქვა, რომ ის ციხეში იჯდა, მაგრამ მას დანაშაული არ ჰქონია.
ადამოვიჩი გდანკს 20 წელი ხელმძღვანელობდა. 2018 წლის ადგილობრივ არჩევნებში მას ამომრჩეველთა 65%-მა მისცა ხმა. ის ლიბერალი პოლიტიკოსი იყო და უმცირესობების უფლებებს იცავდა.

banner
წინა სტატიაშითეირანთან სატვირთო “ბოინგი” ჩამოვარდა
შემდეგი სტატიამოსკოვი იაპონიას: აღიარეთ, რომ კურილები რუსეთისაა, ჩადეთ ინვესტიცია და გააუქმეთ ვიზა