მოსკოვი იაპონიას: აღიარეთ, რომ კურილები რუსეთისაა, ჩადეთ ინვესტიცია და გააუქმეთ ვიზა

რუსეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კურილის კუნძულებთან დაკავშირებით მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დაიწყეს. 22 იანვარს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინისა და იაპონიის პრემიერ-მინისტრის სიძო აბეს შეხვედრაა დაგეგმილი.
2018 წლის ბოლოს პუტინი და აბე შეთანხმდნენ, რომ სამშვიდობო პროცესს დააჩქარებდნენ.
რუსეთ-იაპონიას შორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სამშვიდობო შეთანხმება არ გაფორმებულა, რადგანაც იაპონია კურილის კუნძულების დაბრუნებას ითხოვდა.

შეხვედრის შემდეგ იაპონელმა მინისტრმა უარი თქვა პრეს-კონფერენციაზე. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის, მარია ზახაროვას თქვით, პრეს-კონფერენციაზე უარის თქვა “უცნაური და ურთიერთსაწინააღმდეგოა”. იაპონელმა დიპლომატებმა კი განმარტეს, რომ მათ უარი კი არ თქვეს პრეს-კონფერენციაზე, არამედ, ის უადგილოდ ჩათვალეს – “ბიბისი” წერს.

ორ მინისტრს შორის შემდგარი მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია სერგეი ლავროვმა გაავრცელა. მან თქვა, რომ რუსეთი იაპონიისგან სადავო კინძულებზე სუვერენიტეტის აღიარებას ითხოვს, მოსკოვს კურილიზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური პროექტების ჩაშვება სურს და იაპონიას ინვესტირებას სთავაზობს, გარდა ამისა, რუსეთმა იაპონიას შესთავაზა კუნძულებზე ვიზა გააუქმოს და თავისუფალ გადაადგილებას შეუწყოს ხელი.

banner
წინა სტატიაშიგდანსკის მერი თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაჩეჩნეთში გეები დაიჭირეს, მთავრობა ინფორმაციას უარყოფს