თეირანთან სატვირთო “ბოინგი” ჩამოვარდა

სატვირთო “Боинг-707”, რომელიც სამხედროებს ეკუთვნოდათ, თეირანთან ახლოს აეროპორტში ჩამოვარდა. მას ყირგიზეთიდან ხორცი მიჰქონდა. დაიღუპა მინიმუმ 13 ადამიანი, ერთი გადარჩა. როგორც ირანული მედია წერს, ქალაქ რაკაჯის აეროპორტში თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, შენობას დაეჯახა და აფეთქდა. დაშვება იძულებითი იყო, რომელიც ცუდმა ამინდმა განაპირობა. ირანის მთავრობის განცხადებით, “ბოინგს” ასაფრენი ზოლი არ ეყო დაფრენის დასასრულებლად – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშითუკი ერდოღანი ქურთებს დაბომბავს, ტრამპი თურქეთის ეკონომიკას გაანადგურებს
შემდეგი სტატიაგდანსკის მერი თავდასხმის შედეგად მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა