“გაზპრომმა” განაცხადა, რომ უკრაინას გაზის მიწოდებას არ შეუწყვეტს

უახლესი პერიოდის განმავლობაში გაზპრომი უკრაინის ტერიტორიაზე გაზის ტრანზიტს არ შეწყვეტს იმის მიუხედავად, რომ მათ უკრაინასთან კონტრაქტის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე გააკეთეს განცხადება – რუსული სახელმწიფო კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სერგეი კუპრიაევმა განაცხადა. “ეს რომ გვნდომებოდა, ამას პირდაპირ ასე ვიტყოდით” – თქვა მან.
ამასთანავე, დღესვე გავრცელდა, რომ პოლონურმა PGNiG-მა და უკრაინულმა “ნაფტოგაზმა” უკრაინაში გაზის სასწრაფო მიწოდების შესახებ ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. “კონტრაქტი 2018 წლის ბოლომდე მოქმედებს. კონტრაქტის მოცულობა 60 მილიონი კუბომეტრია. მიწოდება 2 მარტს დილით 6 საათიდან დაიწყო ჰერმანოვიცედან, რომელიც პოლონეთისა და უკრაინის გაზსატრანსპორტო სისტემებს აერთიანებს” – განაცხადა “ნაფტოგაზის” წარმომადგენელმა. პოლონური მხარე, საჭიროების შემთხვევაში, მზად არის მიწოდების მოცულობა გაზარდოს – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშისმარტფონების გარეშე ცხოვრებისთვის სტუდენტები საჩუქრებს მიიღებენ
შემდეგი სტატიაჩრდილოეთ ოსეთში პოლიციის საგუშაგოს თავს დაესხნენ