სმარტფონების გარეშე ცხოვრებისთვის სტუდენტები საჩუქრებს მიიღებენ

ბრიტანეთმა ახალი აპლიკაცია გამოუშვა, რომელიც სტუდენტებს აჯილდოვებს დროისათვის, რომელიც სმარტფონების გარეშე გაატარეს. აპლიკაცია Hold-ი სამმა სტუდენტმა გამოიგონა, რომლებმაც ერთმანეთი კოპენჰაგენის ბიზნეს სკოლაში გაიცნეს, მათი სურვილი იყო ისეთი რამეს შექმა, რომელიც გაჯეტებზე დამოკიდებულებას შეამცირებდა. აპლიკაცია Hold-ი სკანდინავიაში უკვე პოპულარულია, ნორვეგიაში, დანიასა და შვედეთში მას 120 ათასზე მეტი ადამიანი იყენებს.

ექსპერტები სერიზულ შეშფოთებას გამოხატავენ გაჯეტებზე დამოკიდებულების გამო. 2017 წლის ტეხასის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, სმარტფონის ნახვაც კი შრომისუნარიანობას აქვეითებს, რეაქციას ანელებს და შეფასებებზე ნეგატიურად მოქმედებს.

ლონდონის ეკონომიკის სკოლის კვლევების მიხედვით, მოსწავლეებმა, რომელთაც სმარტფონები სკოლაში არ ჰქონიათ, 6,4%-ით მაღალი შეფასებები აჩვენეს.
თავდაპირველად აპლიკაციას დიდი ბრიტანეთის 170 უნივერსიტეტს შესთავაზებენ. ის მუშაობს როგორც Android-ზე, ასევე iOS-ზე და მისი გადმოწერა უფასოა.

სტუდენტები ყოველ 20 წუთში 07.00 საათიდან 23.00 საათამდე, როცა ისინი სმარტფონს არ გამოიყენებენ, 10 ქულას მიიღებენ. მათ ქულების გადაცვლა შეეძლებათ მომსახურებაზე ან ნივთებზე – ყავა, ფილმის ბილეთები, ტანსაცმელი. პროგრამაში მონაწილეობენ ისეთი ბრენდები, როგორიც არიან ყავა Nero, კინოთეატრების ქსელი Vue cinemas და Amazon.
.

banner
წინა სტატიაში“გაზპრომის” უარის შემდეგ უკრაინას პოლონეთი მიაწვდის გაზს
შემდეგი სტატია“გაზპრომმა” განაცხადა, რომ უკრაინას გაზის მიწოდებას არ შეუწყვეტს