გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, რომელსაც ამსტერდამში ესროლეს

ნიდერლანდებში გარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, რომელსაც ერთი კვირის წინ ამსტერდამის ცენტრში ესროლეს. 64 წლის ჟურნალისტის ოჯახმა განაცხადა, რომ ის დაჭრის დღიდან გონებაზე არ მოსულა.
ჟურნალისტს 6 ივლისს ამსტერდამის ცენტრში 19:30 წუთზე ესროლეს. პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.
პიტერ რ. დე ვრისი საკუთარი კარიერის მანძილზე საგამოძიებო ჟურნალისტიკაში იყო, მის სახელს ძალიან ბევრი კრიმინალური გამოძიება უკავშირდება, მათ შორის, ლუდის მაგნატის ფრედი ჰაინეკენის გატაცემა, რომელიც 1983 წელს იყო.
ვრისი რამდენჯერმე პოლიციის დაცვის ქვეშაც იყო მუქარების გამო, რომელსაც ის კრიმინალებისგან იღებდა. სავარაუდოდ, მისი სასიკვდილოდ დაჭრის უკან ნარკოტიკომაფია დგას.

banner
წინა სტატიაში19 აპრილის შეთანხმება ვერ შესრულდა – აშშ-ს საელჩო უზენაესის მოსამართლეების დანიშვნაზე
შემდეგი სტატიაროგორ გამოთხარა „გაყოყოჩებულმა“ მაია მიქავამ კატა, ანუ რატომ ეთაკილება შრომა „ოცნების“ სახეს