როგორ გამოთხარა „გაყოყოჩებულმა“ მაია მიქავამ კატა, ანუ რატომ ეთაკილება შრომა „ოცნების“ სახეს

„იმდენი ტალახის სროლა ვიწვნიე შენგან, მაგრამ არასდროს გამიცია პასუხი იმიტომ რომ შენ არ ხარ ის ფიგურა, ვინც პასუხის გაცემის ღირსია…შ ენგან განსხვავებით, ვდგავარ იქ, სადაც ვთვლი საჭიროდ დგომას და შეპარვით არაფერს ვაკეთებ და თუ ჩავთვლი საჭიროდ, ღირსეულადაც წავალ და არა – გაგდებული… რაც შეეხება მეორადის მაღაზიას, არასდროს მქონია იმის განცდა, რომ ვიღაცაზე მეტი ვარ და შრომა სათაკილოა, შენ კი ინტრიგების ხლართვაში იღებ ფულს მათხოვრულად, ხან ვინ გიწევს პროტექციას და ხან – ვინ… უკაცრავად, თუ ჩემი ხელფასის წილი ვერ მოგართვი იმისთვის, რომ რამე არ დაჯღაბნო ჩემზე, ან ძღვენი თუ არ მოგართვი, ხომ არ შეგახსენო, საიდან იღებ ინტრიგნობაში ფულს…
პ.ს. და კიდევ: იმ მეორადების ვალი დღესაც გაქვს, დროა, დაბრუნებაზე იფიქრო“ (სტილი დაცულია – რედ.)
გამოცანას არ შემოგთავაზებთ, მკითხველო, პირდაპირ საქმეზე გადავალთ. ტექსტი, რომელიც ახლა წაიკითხეთ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ გამოკითხვაზე გაკეთებული ერთ-ერთი კომენტარია და მისი ავტორი მაია მიქავაა, ადრესატი კი – თქვენი მონა-მორჩილი, საინფორმაციო სააგენტო „თაიმერის“ დამფუძნებელი ბერდია კალანდია.
ეს შესავლისთვის, ახლა კი დეტალები:
მაია მიქავა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გახლავთ. სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სხვა მრავალ ჯგუფებთან ერთად, არსებობს ჯგუფი „Tsalenjikha Live”, სადაც ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობა გამოხატავს თავის პოზიციას ამა თუ იმ პოლიტიკურ მოვლენაზე.
რამდენიმე დღის წინ, ამ გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი: „აღარ ეტყობა სოფელს ცვლილება და წალენჯიხა ისევ ისეა” “ქართული ოცნების” პროპორციულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატებად წარმოდგენილი პირველი ხუთეული

1. ბესიკ ფარცვანია;

2. დარეჯან დადიანი;

3. მაია მიქავა;

4. თენგიზ ფიფია;

5. დავით ბელქანია

დაისვა კითხვა, დასახელებულ პირთაგან ვის ისურვებდით საკრებულოში?
მოგეხსენებათ, წალენჯიხიდან ვარ და ბუნებრივია, პირველ რიგში, ჩემი მშობლიური ადგილის სიხარული მიხარია და ტკივილი მაწუხებს. ამ პოსტის კომენტარებში დავსვი კითხვა – მაია მიქავას ისევ აქვს თუ არა მეორადი ტანსაცმლის ბიზნესი, რომელსაც პასუხად მოჰყვა ის კომენტარი, რომელიც სტატიის დასაწყისში წაიკითხეთ.

თავს არ შეგაწყენთ და პირდაპირ კომენტარის განხილვას, ასევე, „თაიმერის“ უპრეცედენტო ინიციატივას გაგაცნობთ. დავიწყოთ კომენტარით, საიდანაც ირკვევა, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მაია მიქავა მრავალი წელი თუ არა, გარკვეული პერიოდია, ფლობს ინფორმაციას, რომ თურმე, მე „ინტრიგნობაში ვიღებ ფულს“. ე.ი. სახეზეა გამოძალვა, რომლის არსებობის შესახებაც მმართველი პარტიის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა იცის, მაგრამ დანაშაულის არსებობას, ხაზგასმით გავიმეორებ, რომლის შესახებაც მიქავამ იცის, ფრაქციის  თავმჯდომარე შესაბამის სამსახურებს არ მიმართავს და დანაშაულს, როგორც ასეთს, მალავს. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ასეთ ვითარებაში თავისი დუმილით:
1. მიქავა საფრთხეს უქმნის სრულიად წალენჯიხის მოსახლეობას – გამომძალველ ინტრიგანს ხელს აფარებს და ნებისმიერ წალენჯიხელს ინტრიგანი ჟურნალისტის გამოძალვის ობიექტად აქვს. გამოძალვა კანონით დასჯადია და როცა ნებისმიერი პირი მის ხელთ არსებულ ინფორმაციას დანაშაულის არსებობის შესახებ მალავს, დამნაშავეა, რომელმაც კანონის წინაშე, დანაშაულის დაფარვის გამო, პასუხი უნდა აგოს. მით უმეტეს, თუ ეს პირი მმართველი პარტიის დასაყრდენი ძალაა – მას ორმაგი პასუხისმგებლობა აქვს ამომრჩევლის და კანონის, მმართველი პარტიის წინაშე. მაია მიქავას კი ყველა – კანონი, პარტია, ამომჩეველი, უკაცრავად სლენგისთვის და როგორც ჩანს, ფეხზე ჰკიდია, „უბრალო“ მიზეზით, მის მიერ რომელიმე უწყებაში შეტანილი განცხადება დანაშაულის არსებობის შესახებ არ არსებობს!
2. წალენჯიხის საკრებულოს  ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე საჯაროდ წერს: „ინტრიგნების ხლართვაში იღებ ფულს მათხოვრულად, ხან ვინ გიწევს პროტექციას და ხან ვინ“. ე.ი. მიქავას აქვს ინფორმაცია ჯგუფური დანაშაულის არსებობის შესახებ და რომ თურმე, მე, ბერდია კალანდიას ვიღაცეები ხელს მიწყობენ ინტრიგნობით გახლართული ქსელის მეშვეობით ვიღაცეებს ფული გამოვძალო სიჩუმისთვის: „უკაცრავად, თუ ჩემი ხელფასის წილი ვერ მოგართვი, იმისთვის რომ რამე არ დაჯღაბნო ჩემზე, ან ძღვენი თუ არ მოგართვი“. წარმოგიდგენიათ რაოდენ დიდი დანაშაულს ფარავს საკრებულოს თავმჯდომარე? მან იცის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც ვაშანტაჟებ, ფულს ვძალავ და დუმს. მეტიც, მან იცის, რომ მე, ბერდია კალანდიას დანაშაულებრივი ჯგუფი მაქვს შექმნილი და დუმს, დუმს, დუმს! ისმის კითხვა – ვინ შეიძლება იყვნენ გამოძალვის მსხვერპლნი? თუ ისინი მმართველი პარტიის წარმომადგენლები არიან, მიქავას ფილოსოფიით გამოდის „ხელი ხელს ბანს, ორივე ერთად პირს“ და ყველა კმაყოფილია. იგივე ფილოსოფიური მიდგომა ეხება იმ შემთხვევასაც თუ ბიზნესს ვატერორებ, ან ოპოზიციას. მეტიც, ყველა დუმს, არავინ მიმართავს სამართალდამცავ უწყებებს, მაგრამ ჭორაობენ საკრებულოს თავმჯდომარესთან, რომელიც, რატომღაც თვლის, რომ კანონის წინაშე დანაშაულის არსებობის შემთხვევაში ვალდებულება არა აქვს და „კანონიერი ქურდივით“ არჩევს საქმეებს ჯერ ამბის მიმტანთან, შემდეგ “ფეისბუქში” – საჭირო დროს, საჭირო მომენტში.

არადა, ვინ იცის, როცა მიქავასთან „დატერორებულებს“ ამბავი მიაქვთ, როგორ ელოდებიან ფეაქციის თავმჯდომარის რეაქციას, ელიან დახმარებას მისგან, ის კი არაფერს აკეთებს და დაჩაგრულებს არ იცავს.
3. საკრებულოს თავმჯდომარე წერს, რომ თურმე, დასმული კითხვით მას, როგორც მშრომელ ადამიანს, შეურაცხყოფა მივაყენე და ასკვნის, რომ თურმე, მეორადი მაღაზიის მფლობელობა სამარცხვინოდ მიმაჩნია. თურმე, როგორ იტანჯებოდა ქალბატონი მიქავა მეორადი ტანსაცმლის ბიზნესით, როცა იყო დაკავებული. თურმე სამარცხვინოდ მიაჩნდა და სხვა გზა არ ჰქონდა – მადლობა „ქართულ ოცნებას“ ერთი რიგითი ადგილობრივი „სამარცხვინო ტკივილისაგან“ რომ იხსნა. რეალურად კი საქმე ისაა, რომ ჩემს მიერ დასმული კითხვა მხოლოდ ბიზნესის არსებობას ეხებოდა, რადგან დეკლარაციაში ეს არა აქვს მითითებული ქალბატონ მაიას, წალენჯიხელებმა კი ვიცით, რომ ის ბიზნესს არ ჩამოშორებია.
4. ქალბატონი მიქავა წერს: „პ.ს. და კიდევ იმ მეორადების ვალი დღესაც გაქვს ,დროა დაბრუნებაზე იფიქრო“. სამწუხაროდ, არ მახსენდება მსგავსი ვალის არსებობის შესახებ, მაგრამ რაოდენ უხერხულად ვგრძნობ თავს თქვენ ვერ წარმოიდგენთ – სრულიად წალენჯიხა „ჩავპარსე“, რამდენიმე კაციანი ჯგუფი „შევქმენი“, რომლებიც შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში მიწყობენ თურმე ხელს და იმდენად უპასუხისმგებლო და „ჟმოტი“ ვარ, მიქავას ვალი ვერ და არ გავისტუმრე. ესე იგი, წალენჯიხის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარეც ჩემი მსხვერპლი ყოფილა, დამიყაჩაღებია.
5. პატიოსან შრომაზეც აკეთებს აპელირებას თავის კომენტარში ქალბატონი მაია და წერს: „რაც შეეხება მეორადის მაღაზიას, არასდროს არ მქონია იმის განცდა რომ ვიღაცაზე მეტი ვარ და შრომა სათაკილოა“. ე.ი  ჩემმა ერთმა კითხვამ მაია მიქავას წარმოსახვის დიაპაზონი იმდენად გააფართოვა, როგორც იქნა „ბიაზი გასკდა“. ქალბატონო მაია, კომენტარებშიც აღვნიშნე და აქაც გავიმეორებ, ფოსტალიანად ვმუშაობდი და ვინმემ რომ შემახსენოს არ შემრცხვება, ვერც წარმოვიდგენ რომ დამცინის. ამას არც დავუშვებ, იმიტომ რომ, თქვენგან განსხვავებით მე მართლა ვიცი პატიოსანი შრომის მადლისა და ძალის შესახებ. თქვენ, თურმე, გაწუხებდათ მაღაზია რომ გქონდათ (ან გაქვთ, როგორც ამას ამბობენ). მართალია, მე, წალენჯიხელი პარტმუშაკებისა და ბიზნესის გამტყავებელს მაღაზია არა მაქვს, მაგრამ ბიზნესი, თუ ის ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას ახდენს, თუ შემოსავლებს არ მალავს, არ მიმაჩნია „გრეხად“. ჰო, ფოსტალიონობას რაც ეხება, ბიძინა ივანიშვილს ვეთანხმები – ჟურნალისტები ფოსტალიონები ვართ. მე კი არც გაზეთების, ამანათების და ასე შემდეგ ტარება მიმაჩნია სირცხვილად და არც ჟურნალისტობა. და ბოლოს, „თაიმერის“ უპრეცედენტო ნაბიჯი: რედაქცია ამ სტატიით მიმართავს შესაბამის უწყებებს დაიწყონ გამოძიება დამნაშავეთა ჯგუფის დადგენის და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შანტაჟის, გამოძალვის და ა.შ. ფაქტების გამოსარკვევად და დაისაჯონ დამნაშავეები.

ასეთი თუ არ დადგინდება, ვითხოვთ, დადგეს წალენჯიხის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პასუხისმგებლობის საკითხი.
მოკლედ, მაია მიქავაზეა ნათქვამი, თაგვმა თხარა, თხარა და კატა გამოთხარაო.

 

P.S სასამრთლო პროცესის დაწყებამდე ასევე შემოგთავზებთ  და შეგახსენებთ  წალენჯიხის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებებს ყოფილ მერზე,  საკრებულოს თავმჯდომარეზე (დავით ბელქანია) და მოქმედ მერზე. ასე, რომ წინ საინტერესო მოვლენები გველის.

ავტორი: ბერდია კალანდია

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი”

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა ცნობილი ჟურნალისტი, რომელსაც ამსტერდამში ესროლეს
შემდეგი სტატიაგურამ ფალავანდიშვილის სახლში და „ალტ-ინფოს“ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს