განჩინება-სინოდის წევრებით დაკომპლექტებული კომისია მეუფე პეტრეს საქმეს შეისწავლის

საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინება უკვე გამოქვეყნდა. განჩინების ერთერთი მუხლი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე პეტრე ცაავას თემასაც ეხება. განჩინებაში მითითებულია, რომ უნდა შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებით დაკომპლექტებული კომისია, რომელიც მიტროპოლიტ პეტრეს ქმედებებს შეისწავლის და დასკვნას სინოდის სხდომას წარუდგენს.

“ასევე წმინდა სინოდის წევრებმა იმსჯელეს აკრძალვაში მყოფ მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებზე. ითქვა, რომ, სამწუხაროდ, იგი ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას.
წმიდა სინოდმა განაჩინა: შეიქმნას სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ქმედებებს და დასკვნას წარუდგენს სინოდის სხდომას”, – ნათქვამია განჩინებაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება ვრცელდება
შემდეგი სტატიაგანჩინება: „ბიბლიური თავისუფლების“ წევრებს ეკრძალებათ ზიარება