საქართველოს ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება ვრცელდება

ივანიშვილის პროკურატურამ პარლამენტს, რომელიც ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, ნიკა მელიას დასაპატიმრებლად თანხმობისთვის მიმართა.
ჩვენ საქართველოს დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები მივიჩნევთ რომ ეს და ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებები, წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არ აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან.
ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც იმ პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა არ დაუტოვებია უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი და ისედაც ითხოვს მისი საპარლამენტო მანდატის გაუქმებას.
მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის.
ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს.
ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ.
ევროპული საქართველო

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ლეიბორისტული პარტია

გამარჯვებული საქართველო

ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრარაობა

ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა

ლელო საქართველოსთვის

ქრისტიანკონსერვატული პარტოა

ახალი ქრისტიან დემოკრატები

სამართლიანობისთვის

ეროვნულ დემოკრატიული პარტია

სახელმწიფო ხალხისთვის

ევროპული დემოკრატები

კანონი და სამართალი

რესპუბლიკური პარტია

სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის

 გირჩი-თავისუბლებისთვის

თავისუფალი დემოკრატები

სტრატეგია აღმაშენებელი

ელენე ხოშტარია

ირაკლი ღლონტი

ემსახურე საქართველოს

banner
წინა სტატიაშისაპატრიარქომ სინოდის განჩინება გამოაქვეყნა
შემდეგი სტატიაგანჩინება-სინოდის წევრებით დაკომპლექტებული კომისია მეუფე პეტრეს საქმეს შეისწავლის