გამოვთქვამ მზაობას, პრეზიდენტის თანამშრომლები შევიფაროთ – თეა წულუკიანი

ირაკლი ალასანიას მაშინაც დადებითად ვიხსენიებდი და ახლაც დადებითად მოვიხსენიებ

წულუკიანის უწყება მზად არის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს ფართი დაუთმოს. შესაბამისი განცხადება იუსტიციის მინისტრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იმ განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომლის მიხედვითაც თეა წულუკიანმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის წევრები იუსტიციის სახლში არ შეუშვა.
მინისტრის განცხადებით, პრეზიდენტმა მოქალაქეობის საკითხთა განხილვის კომისიის სამუშაო ადგილად იუსტიციის სამინისტროს სისტემა გამოაცხადა, რითაც შარშან მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა.

“საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში არ გამოიძებნა ფართი კომისიის ექვსი წევრის სხდომებისთვის და აქ პრეზიდენტმა შეცვალა თავისი გადაწყვეტილება და კვლავ დაადგინა, რომ იუსტიციის სამინისტროს სისტემა უნდა იყოს კომისიის სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, მე გამოვთქვამ მზაობას, რომ სხვა უწყების, პრეზიდენტის თანამშრომლები ჩვენ შევიფაროთ და კომისიას მუშაობის საშუალება მივცეთ,” – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მოქალაქეობის საკითხთა განხილვის კომისიასთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი „არჩევანში“ გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილმა თეა წულუკიანის გადაწყვეტილებას გაუგებარი უწოდა.

banner
წინა სტატიაშიგალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფარგლებში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბაღებში შეტანილი ღვინოში „ჩადებული“ რძე ბავშვებისათვის – თბილისის მერიას სძინავს?!