გამყრელიძე – მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ

ჩვენ ეგრეთ წოდებულ მასობრივ იმუნიზაციაზე დიდი ალბათობით, ივლისიდან გადავალთ. მასობრივ იმუნიზაციაში ვგულისხმობ, როდესაც სულ მცირე ვაქცინის ნახევარი მილიონი დოზა გვექნება მარაგში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში სხვადასხვა ვაცქინის შემოტანასთან დაკავშირებით პირდაპირი მოლაპარაკებები მიმდინარეობს. როგორც გამყრელიზე ამბობს, წლის განმავლობაში საქართველო სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინას მიიღებს.

„ქვეყანაში საინფორმაციო კამპანია თანდათან გაძლიერდება. გვექნება არა მარტო ჩინეთის წარმოების ვაქცინა, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები. გუშინ სამინისტროში მოვიდა კონტრაქტი მეორე ძალიან პერსპექტიულ ვაქცინაზე, ეს არის „ნოვოვაქსის“ ვაქცინა. დაახლოებით ორი თვეა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები. „ნოვოვაქსი“ ვაქცინების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. მან მისცა ინდოეთის „სერუმ ინსტიტუტს“ ლიცენზია მილიარდი დოზის წარმოებაზე, რომლითაც „კოვაქსიც“ უნდა მომარაგდეს. გარდა „კოვაქსისა“, პირდაპირი მოლაპარაკება გვაქვს „სერუმ ინსტიტუტთან“. ახლა საუბარი მიმდინარეობს „ნოვოვაქსის“ ვაქცინის მილიონი დოზის შესყიდვის თაობაზე.

ამას გარდა, ქვეყანა პირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებს „ფაიზერთან“ არა „კოვაქსის“ გავლით, არამედ პირდაპირ „ფაიზერიდან“ შესყიდვასთან დაკავშირებით. ველოდებით „ფაიზერისგან„ მოწოდების პირობებს. ასევე, მოლაპარაკებებია „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. ამიტომ წლის განმავლობაში სხვადასხვა ვაქცინა იქნება ქვეყანაში, მათ შორის თავისთავად იქნება „ასტრაზენეკა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიზალკალიანი – Covid19-ის საწიინააღმედო ვაქცინები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონის მოსახლეობისთვის
შემდეგი სტატიაგახარიას პარტიის სახეები ხოლარდავა და ჩუგოშვილი იქნებიან?!