გამყრელიძე – აუდიტის წარმომადგენლებს მასალების ნაწილი გადავეცით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის წარმომადგენლები დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

„გიდასტურებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში შიდა აუდიტი ნამდვილად იყო. აუდიტის წარმომადგენლები სამი-ოთხი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ. ისინი შეხვდნენ ჩვენს სხვადასხვა ჯგუფს, რომელიც პასუხისმგებელია ვაქცინაციის პროცესზე. გაესაუბრნენ მათ, ასევე ხანმოკლე დროით მეც შევხვდი. პაატა იმნაძე აკორდინირებდა ამ შეხვედრებს და რაც მოითხოვეს, მასალების ნაწილი გუშინ გადაეცათ, ნაწილი კი დღეს ეძლევათ. დამატებით რაც საჭირო იქნება, მივაწვდით. ვერ გეტყვით, როდის იქნება დასკვნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი მიიღო
შემდეგი სტატია“დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები” – ხმაური პარლამენტში