“დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები” – ხმაური პარლამენტში

“მე მაქვს ერთი სურვილი, დროზე ჩამოშორდეთ ხელისუფლებას და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ეკა ხერხეულიძემ “ქართულ ოცნებას” პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე მიმართა.

მის ამ განცხადებას საკანონმდებლო ორგანოში ხმაური მოჰყვა. ხერხეულიძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ხუნდაძემ და მან სხდომათა დარბაზი დატოვეს და დეფერანში გადაინაცვლეს.

“მე მაქვს ერთი სურვილი ჩემს ქვეყანასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, რომ დროზე ჩამოშორდეთ ხელისუფლებას და დროზე დაინიშნოს ვადამდელი აღჩევნები, რომ მართლა დაადგეს ეს ქვეყანა ნატოსკენ ინტეგრაციის გზას და განვითარების გზას”, – თქვა ეკა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – აუდიტის წარმომადგენლებს მასალების ნაწილი გადავეცით
შემდეგი სტატიასამნიძე პრემიერს მიმართა: მიეცით გარანტია ყველას, რომ ღირსების მარშზე დაცულები იქნებიან