ილია მეორემ ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი მიიღო

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) და ამავე ეპარქიის სამღვდელო და სამონაზვნო დასი მიიღო.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სასულიერო პირებმა ილია მეორეს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს და შენდობა სთხოვეს ბოლო პერიოდში ჭყონდიდის ეპარქიაში განვითარებული მოვლენებისთვის.

„თქვენ ყველანი ჩემს ხელში აღზრდილები ბრძანდებით, შვილებივით გაგზარდეთ, მამა-შვილური სიყვარულით და ეს სიყვარული უნდა დარჩეს“, – მიმართა ილია მეორემ.

ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საჩუქრად ხატი გადასცა.

banner
წინა სტატიაში“აჭარა ტექსტილის” 50-ზე მეტი თანამშრომელი მოიწამლა
შემდეგი სტატიაგამყრელიძე – აუდიტის წარმომადგენლებს მასალების ნაწილი გადავეცით