“გაღმა ნაპირზე მყოფი მოსახლეობა მოწყვეტილია სოფელს” – ნაგურუს უბანში ხიდის დემონტაჟი და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას თქმით, სტიქიამ სოფელი საჩინო განსაკუთრებით დააზიანა.

მუნიციპალიტეტის მერი,
დღეს, ნაგურუს უბანში იმყოფებოდა, სადაც, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, სტიქიის შედეგად დაზიანებული ხიდის დემონტაჟი უნდა დაიწყოს.

როგორც გიორგი ხარჩილავამ აღნიშნა, მოსახლეობასთან შეთანხმებული მარშრუტით, ნაგურის უბანში 700 მეტრიანი გზაც რეაბილიტირდება.

“სტიქიამ, განსაკუთრებით დააზიანა სოფელი, საჩინო. კერძოდ კი, ნაგურუს უბანი, სადაც ხიდი, ფაქტობრივად წაქცეულია. რაც, არ არის უსაფრთხო და ექვემდებარება სასწრაფოდ დემონტაჟს, რადგან გაღმა ნაპირზე მყოფი მოსახლეობა მოწყვეტილია სოფელს. მერიის პირველი რიგის ამოცანაა მათი უზრუნველყოფა ყველა საჭიროებით. ჩვენ, სოფელთან შევთანხმდით შესაბამის მარშრუტზე, სადაც მერია ჩაატარებს სასწრაფო სამუშაოებს, მოახდენს გზის კეთილმოწყობას და იქნება ახალი, ალტერნატიული 700 მეტრიანი მონაკვეთი, რომელიც უკვე შეთანხმებულია მოსახლეობასთან და გაღმა ნაპირზე მყოფი, სოფელს მოწყვეტილი მოსახლეობა, ისევ დაუკავშირდება სოფელს. ისინი ასევე, უზრუნველყოფილი იქნებიან ყოველდღიური საჭიროებების სერვისების მიწოდებით”, – განაცხადა გიორგი ხარჩილავამ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი დააზარალა. ადიდებულმა მდინარემ, რამდენიმე სოფელში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა: დააზიანა და წაიღო ხიდები, დაიტბორა ქუჩები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და სახნავ-სათესი მიწები.

 

banner
წინა სტატიაშიროდის ფერხდება კლების პროცესი და რატომ არ არსებობს გარანტიები სწორი კვების დროს?! – სპეციალურად “თაიმერისთვის” მამუკა რაშოიანი
შემდეგი სტატიაეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან