გაეროს უშიშროების საბჭომ უარი თქვა უკრაინის ენის შესახებ კანონის გამო სხდომის ჩატარებაზე

გაეროს უშიშროების საბჭომ უარი თქვა სხდომის ჩატარებაზე, რომელის უკრაინაში ენის შესახებ კანონის მიღების ირგვლივ უნდა გამართულიყო. სხდომას რუსეთი ითხოვდა, თუმცა ინიციატოვას მხარი მხოლოდ ჩინეთმა, დომინიკის რესპუბლიკამ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკამ და ეკვადორულმა გვინეამ დაუჭირა, წინააღმდეგ წავიდნენ საფრანგეთი, გერმანია, აშშ, დიდი ბრიტანეთი, ბელგია და პოლონეთი. უშიშროების საბჭოს კიდევ ოთხმა წევრმა ქვეყანამ თავი სეიკავა. შედეგად სხდომა არ ჩატარდება – 21 მაისს “ამერიკის ხმა” წერს.

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ კანონს ხელი 15 მაისს მოაწერა. კანონის თანახმად უკრანულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი მიენიჭა. “აღნიშნული ნორმის მიღება უკრაინული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი აქტია” – 15 მაისს “ტვიტერში” გამოაქვეყნა პოროსენკომ. “ენა – ეს ფუნდამენტია, რომელზეც იგება ერი და სახელმწიფო. ვიმეორებ, რომ ეს კანონი ეროვნულ უმცირესობებს, რომლებიც უკრაინაში ცხოვრობენ, არ ზღუდავს” – დაწერა პოროშენკომ.
კანონზე ხელისმოწერის ცერემონიის ტრანსლაცია რამდენიმე უკრაინულ არხზე ერთდროულად გადიოდა.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: რევულუციები არ ანონსდება
შემდეგი სტატიანიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას გეგმავს