ნიკა მელია: რევულუციები არ ანონსდება

“რევულუციები არ ანონსდება, რა, მიშა სააკაშვილმა დააანონსა 2003-ში რევოლუცია? არ შეიძლება, რაღაც ფუჭი იმედი გავაჩინოთ და მერე ამან ფუჭად ჩაიაროს. ჩვენ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა გამარჯვებამდე… ჩემსა და მიხეილ სააკაშვილს შორს არ არის კონფლიქტი, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ არ ვართ ჩვეულებრივ რუტინულ პოლიტიკურ პროცესში, გავა ათწლეულები და უკან რომ მოვიხედავთ, ყველა დავიჯერებთ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქა ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, სადაც მარცხი დღეს არის დაუშვებელი ”-განაცხადა ენმ-ის პოლიტსაბჭოს ლიდერი ნიკა მელია TV პირველის ეთერში, გადაცემაში “რეაქცია”. ნიკა მელია მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა ლიდერებმა არ უნდა გააკეთონ განცხადებები ემოციურ ფონზე, რომელიც დააზიანებს ოპოზიციურ მოძრაობას.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტმა ასლან ბჟალიას დიაგნოზი გაასაჯაროვა, სადაც მოწამვლას გამორიცხავენ
შემდეგი სტატიაგაეროს უშიშროების საბჭომ უარი თქვა უკრაინის ენის შესახებ კანონის გამო სხდომის ჩატარებაზე