გაბუნია – შესაძლოა, განვიხილოთ „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის საკითხიც

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, შესაძლოა, გადაწყვეტილება გადაიხედოს და „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყოს იქამდე, ვიდრე ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ იქნება ავტორიზებული.

როგორც გაბუნია აცხადებს, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ „სინოვაკის“ შესახებ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა და მონაცემები მის სარგებელზე მიუთითებს.

ამასთან, გაბუნიას თქმით, ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ „სინოვაკის“ საკითხთან დაკავშირებით ვაქცინაციის საბჭო მომდევნო დღეებში იმსჯელებს.

„სინოვაკთან“ მიმართებით ჩვენ თავიდანვე გვქონდა შეთანხმება მის მომწოდებელთან, ასევე ექსპერტების ჯგუფებთან, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია იქნებოდა ჩვენთვის გამშვები მექანიზმი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმ ვადებზე, რა ავდა დასჭირდება ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას „სინოვაკის“ ავტორიზაციისთვის. შესაძლებელია, ჩვენ მოგვიხდეს ამ გადაწყვეტილების რევიზია და დამატებითი მექანიზმის შემოტანა, რათა „სინოვაკის“ გამოყენებაც დროულად შევძლოთ. ვინაიდან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე გამოაქვეყნა საკმაოდ დადებითი შუალედური დასკვნა. მონაცემები ცალსახად მიუთითებს მის სარგებელზე. ამდენად, მიმდინარე ეპიდემიოლოგიური რისკებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციით მოცვა იყოს სწრაფი და ფართო. ამდენად, მომდევნო დღეებში ვაქცინაციის საბჭო ისევ დაუბრუნდება „სინოვაკის“ საკითხს და ამასთან დაკავშირებით როგორც კი „სინოფარმით“ ვაქცინაცია დასასრულს მიუახლოვდება, შესაძლოა, დადგეს „სინოვაკით“ ადრეული ვაქცინაციის დაწყების საკითხი. მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე პერიოდში აქტიურად განიხილავს ორივე ვაქცინის ავტორიზაციის საკითხს და შესაძლოა, დასკვნამ მოუსწროს „სინოვაკს“, ვიდრე მას გამოვიყენებთ“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაში„ასტრაზენეკას“ მეორე დოზით ვაქცინაციაზე რეგისტრაცია 10 მაისიდან დაიწყება
შემდეგი სტატიაგაბუნია – გამორიცხული არ არის, ქვეყანაში დამატებითი ღონისძიებებები გატარდეს