გაბუნია: ინფიცირების 4000-ზე მეტი შემთხვევა მიუთითებს იმას, რომ მეოთხე ტალღის პიკია

4 000-ზე მეტი შემთხვევაა ბოლო 2 დღის განმავლობაში, რაც მიუთითებს იმას, რომ რეალურად მეოთხე ტალღის პიკია, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ქვეყანაში ჰოსპიტალური ქსელის მობილიზება გრძელდება.

„7 000-მდე საწოლია დღევანდელი მდგომარეობით მობილიზებული, დამატებითი კლინიკებიცაა ჩართული, რომ თუ პაციენტს ჰოსპიტალური მართვა სჭირდება, ჰოსპიტალში იყოს. გუშინ ჩვენ კიდევ დავამატეთ ონლაინ კლინიკის პერსონალი, იმისთვის რომ სატელეფონო ზარებზე პასუხის დაგვიანებას ადგილი არ ჰქონდეს. პრევენციული ზომების გატარება ამ პირობებში საკმაოდ რთულია, მთავარი დაცვის საშუალება პირბადის გამოყენებაა“, – განაცხადა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად ნიკო თათულაშვილი დაინიშნა