G20-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინიც მიიწვიეს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიწვევა მიიღო G20-ის სამიტზე დასასწრებად, რომელიც ნოემბერში, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე გაიმართება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენმტა გააკეთა.

“ინდონეზიას სურს G20-ის გაერთიანება. არ დაუშვათ განხეთქილება. მშვიდობა და სტაბილურობა არის მსოფლიო ეკონომიკის აღდგენისა და განვითარების გასაღები” – განაცხადა მან.

კვირის დასაწყისში მან მოწვევა გაუგზავნა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმერ ზელენსკის. ზელენსკის არ დაუკონკრეტებია დაესწრება თუ არა სამიტს.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიასაქართველოს საგარო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა