საქართველოს საგარო საქმეთა მინისტრი სომხეთს ეწვევა

2022 წლის 29-30 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

ვიზიტის მიმდინარეობისას, დღის განმავლობაში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, პარლამენტის თავმჯდომარე, ალენ სიმონიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვედრას გამართავს სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან.

სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტისას მხარეები განიხილავენ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფართო სპექტრს.

წინა სტატიაშიG20-ის სამიტზე ვლადიმერ პუტინიც მიიწვიეს
შემდეგი სტატიანორვეგია რუსული სატვირთო მანქანებისა და გემებისთვის საზღვრებსა და პორტებს ხურავს