“ევროპულმა საქართველომ” საქმიანი გადაწყვეტილებების ნაცვლად, ფეხების ბაკუნი აირჩია” – თალაკვაძე

region
: region ივნისი 13, 2019 15:45

“ევროპულმა საქართველომ” საქმიანი გადაწყვეტილებების ნაცვლად, ფეხების ბაკუნი აირჩია” – თალაკვაძე

“ძალიან სამწუხაროა, რომ “ევროპულმა საქართველომ” საქმიანი გადაწყვეტილებების ნაცვლად, ფეხების ბაკუნი აირჩია,“ – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე საარჩევნო სისტემის რეფორმაზე საუბრისას.

თალაკვაძე “ევროპულ საქართველოს” საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომის დატოვების გამო აკრიტიკებს. მისი თქმით, სხდომაზე ეუთოს რეკომენდაციები განიხილებოდა, რაც ოპოზიციამ მეორეხარისხოვნად მიიჩნია.

„მათ პირდაპირ თქვეს, რომ ეუთოს რეკომენდაციები არ არის მნიშვნელოვანი და ეს არის მეორეხარისხოვანი. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგებება მათსავე განცხადებებს, რომლებსაც თუნდაც წინა დღეებში აკეთებდნენ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ეს არ გვიკვირს ეს არის ოპოზიციის ის ნაწილი, ვისაც უჭირს საკუთარ თავზე თავის წილი გადაწყვეტილების პასუხისმგებლობის აღება, და რომელიც შემდეგ ძალიან კარგად სარგებლობს იმ სიკეთეებით რომელიც ჩვენს გადაწყვეტილებებს მოჰყვება ხოლმე,”-აცხადებს თალაკვაძე.

დღეს საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე ოპოზიცია კონკრეტული ულტიმატუმით მივიდა, ისინი სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია სამუშაო ჯგუფის დატოვებას არ გამორიცხავს.

საპარლამენტო უმრავლესობაში კი აცხადებენ, რომ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში განიხილება ყველა რეკომენდაცია, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ეუთომ გასცა. მმართველ გუნდში არ აკონკრეტებენ, დააკმაყოფილებენ თუ არა ოპოზიციის მოთხოვნას. ოპოზიციის გარდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არასამთავრობო სექტორიც ითხოვს.

region
: region ივნისი 13, 2019 15:45

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,288
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics