არასერიოზულ კითხვებში გადავედით,ჯობია სერიოზულზე ვისაუბროთ – კალაძე ვერეს ხეობაში გაცემული მშენებლობის ნებართვებზე

„არასერიოზულ კითხვებში გადავედით და ჯობია, სერიოზულზე ვისაუბროთ,“ – ეს განცხადება თბილისის მერმა, კახი კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად გააკეთა, რომელიც ვერეს ხეობაში მშენებლობის ნებართვების გაცემას ეხებოდა.

თბილისის მერმა არასერიოზულად ჩათვალა კითხვა, აქვთ თუ არა მას აღებული პასუხისმგებლობა იმ მშენებლობის ნებართვებზე, რომელიც ვერეს ხეობაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ გაიცა.

„არასერიოზულ კითხვებში გადავედით და ჯობია, სერიოზულზე ვისაუბროთ. 100 წლის შემდეგ რა იქნება და საქართველო როგორ იქნება და თბილისი როგორი იქნება, არასერიოზულ კითხვას სვამთ,“ – აღნიშნა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მთავრობამ ვერეს ხეობაში სასტუმროსა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობაზე გასცა ნებართვა, სწორედ იმ ადგილთან ახლოს, სადაც სტიქიის შემდეგ ნაშალი მასალები დაგროვდა. კახი კალაძის თქმით, აღნიშნული ადგილი არანაირ პრობლემას არ წამოადგენს მშენებლობისთვის.

„ჩვენ გვაქვს გარემოს დაცვის სამინისტროდან წერილი. რაც შეეხება ვერეს ხეობას, არის ადგილები, სადაც მშენებლობა და განვითარება არ შეიძლება, იმიტომ, რომ პრობლემას წარმოადგენს, არის ადგილები, რომლებიც პრობლემას არ წარმოადგენს,“ – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში“ევროპულმა საქართველომ” საქმიანი გადაწყვეტილებების ნაცვლად, ფეხების ბაკუნი აირჩია” – თალაკვაძე
შემდეგი სტატიაგიორგი კანდელაკი – საქართველოში სიძულვილის ენის მთავარი წყარო არის „ქართული ოცნება“