ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთისთვის ევროპის საბჭოს წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინისა და პოლონეთის ინიციატივით, რუსეთისთვის ევროპის საბჭოს წევრობის შესაჩერებლად პროცედურა დაიწყო.

ამის შესახებ „ტვიტერში“ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავეცკი წერს.

მისი თქმით, გადაწყვეტილება მალე გახდება ცნობილი. წევრობის შეჩერების შემთხვევაში, რუსეთის მოქალაქეები ვეღარ შეძლებენ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას.

banner
წინა სტატიაშიმთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიალიზ ტრასი – ჩვენ ველით, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას