ლიზ ტრასი – ჩვენ ველით, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა.

„ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ვა ის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ ვესაუბრე და ნათლად განვაცხადე, რომ რუსეთის ქმედებები არის გაეროს წესდების აშკარა დარღვევა. როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, ჩვენ ველით, რომ ჩინეთი მხარს დაუჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – წერს ლიზ ტრასი “ტვიტერზე”.

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთისთვის ევროპის საბჭოს წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო
შემდეგი სტატიაგანადგურებულია რუსეთის არმიის 80 ტანკი, 516 ჯავშანმანქანა, 10 თვითმფრინავი და 7 ვერტმფრენი – უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე