“დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან. 2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერად პირბადეების გარეშე”, – წერს სოციალურ ქსელში “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
“დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან. 2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი, ამჯერად პირბადეების გარეშე. ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას) მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი. პატრული ცხადია მოვიდა მას მერე რაც უკვე წასულები იყვნენ. ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად დავსჯით ყველასო” – წერს ზურაბ ჯაფარიძე