მთავრობის ადმინისტრაციასთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების ორგანიზებით უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეებს ხელში საქართველოსა და უკრაინის დროშები უჭირავთ. აქციის მონაწილეები უკრაინელებს მხარდამჭერი შეძახილებით მიმართავენ.

გარდა უკრაინის მხარდაჭერისა, აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ შეძახილებით ,,წადი, წადი!”.

მათი განცხადებით, ხელისუფლების პოზიცია ქართველი ხალხის პოზიციას არ ემთხვევა და ქართველი ხალხი უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, უკრაინის მხარდასაჭერ აქციაზე, რუსეთის დროშა დაწვეს
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთისთვის ევროპის საბჭოს წევრობის შეჩერების პროცედურა დაიწყო