კამერონი რუსულ კანონზე: “კანონპროექტი არასწორია… ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძში… მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს”

“კანონპროექტი არასწორია… ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძში… მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს”, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Sky news-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩვენ აქტიურად ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ცხადად ვთქვით, რომ ეს კანონპროექტი არასწორია. რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს იმავე კანონის მიღებას, რათა აკრძალონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს პრობლემაა მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძში”, – ამბობს კამერონი.

banner
წინა სტატიაში“ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უერთდება საყოველთაო გაფიცვას”
შემდეგი სტატია“დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან. 2 მანქანით იყვნენ, ჯამში 6 ადამიანი”-ზურაბ გირჩი ჯაფარიძე