ევროპაში “ფაიზერს” ივნისიდან 12-15 წლის მოზარდებს შესთავაზებენ

კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო “ფაიზერის” ვაქცინას ევროპაში ივნისიდან 12-15 წლის ბავშვებს შესთავაზებენ – განაცხადა გერმანული კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

უგურ შაჰინის ინფორმაციით, ბიოტექმა აშშ-ში აპრილში შეიტანა განაცხადი ამ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის საგანგებო მოხმარებისთვის ნებართვის მისაღებად. ევროპის წამლების სააგენტოში კი მომავალ კვირას შეიტანენ.
“ფაიზერის” ვაქცინის გამოყენება აშშ-სა და ევროკავშირში უკვე ნებადართულია 16 წლისა და უფროსი ასაკობრივი ჯგუფისთვის.

ბავშვების ვაქცინაცია კოლექტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად და პანდემიის დასრულებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია – “გარდიანი” წერს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, ვაქცინა ბავშვებს 100%-ით იცავს ვირუსისგან. კომპანია ახლა ვაქცინას 6 თვიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებშე ცდის.

banner
წინა სტატიაშისუიციდის ფაქტი მარტვილში-ლ.ჯ-მ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზთან პოლიციამ ქართველი მამა-შვილი დაჭრა