საოკუპაციო ხაზთან პოლიციამ ქართველი მამა-შვილი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აფხაზეთის პოლიციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ორი ქართველი დაიჭრა. შემთხვევა საოკუპაციო ხაზთან, ნაფატის მონაკვეთზე გამთენიისას მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მამა-შვილ ძანძავებს პოლიციამ ცეცხლი იმ დროს გაუხსნა, როცა მათ საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის გავლით, კონტრაბანდული სიგარეტი გადმოჰქონდათ.

პაპუნა ძანძავა 19 წლისაა, მას ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი, ხოლო მამას, ბადრი ძანძავას ფეხში. დაჭრილებს თავად იარაღი არ ჰქონდათ.

დაჭრილები კომპაქტურ დასახლებაში ცხოვრობენ, მათი სახლიდან საოკუპაციო ხაზამდე დაახლოებით 700 მეტრია.

მამა-შვილი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

წყარო: “მთავარი არხი”

banner
წინა სტატიაშიევროპაში “ფაიზერს” ივნისიდან 12-15 წლის მოზარდებს შესთავაზებენ
შემდეგი სტატიადღეს წითელი პარასკევია