ევროპაში ირანის ნავთობით დატვიული გემო შევიდა

ევროპაში ირანის ნავთობით დატვირთული პირველი გემი შევიდა, რომელზეც დაახლოებით მილიონი ბარელი ნავთობია. ზღვის გზამ დაახლოებით 17 დღე გასტანა.
ევროპამ ირანული ნავთობის ყიდვა 2012 წლის შუა თვეებიდან შეწყვიტა, როცა ირანის წინააღმდეგ მისი ატომური პროგრამის გამო სანქციები დააწესა დასავლეთმა. მიმდინარე წლის იანვრის შუა თვეებში ნავთობის გადაზიდვაზე აკრძალვა მოიხსნა.
გემმა Monte Toledo ნავთობი სამხრეთ ესპანეთში Espanola de Petroleos-ში მიიტანა.

Bloomberg-ის ცნობით, თებერვალში ირანში ნავთობით 29 გემი დაიტვირთა, აქედან 3 ევროპისკენ მოდიოდა.
2015 წლის ნოემბერში ირანის მთავრობამ განაცხადა, რომ სანქციების მოხსნის შემდეგ ისინი ნავთობის ექსპორტის გაორმაგებას აპირებს – დაახლოებით 1,1 მილიონი ბარელი დღიურად.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის სავაჭრო პალატის შეფი ევროკავშირზე გამოთქმული აზრის შემდეგ გადადგა
შემდეგი სტატია“მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, მე ყველას ენერგეტიკის მინისტრი ვარ”