ბრიტანეთის სავაჭრო პალატის შეფი ევროკავშირზე გამოთქმული აზრის შემდეგ გადადგა

ბრიტანეთის სავაჭრო პალატის შეფი ევროკავშირზე გამოთქმული აზრის შემდეგ გადადგა

ბრიტანეთის სავაჭრო პალატის გენერალური დირექტორი, ჯონ ლონგუორტი მას შემდეგ გადადგა, რაც მან ქვეყნის სიკეთეებზე ისაუბრა, თუკი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამოვიდოდა.
მეწარმეების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ლონგუორტმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის პერსპექტივები ევროკავშირის გარეშე უფრო მკაფიოა, ვიდრე გაერთიანებაში ყოფნისას. მისი თქმით, თუკი ქვეყანა დატოვებს ევროკავშირს, სამეფოს ეკონომიკა უფრო წარმატებული გახდება. ამასთანავე, თავის სიტყვაში მან აღნიშნა, რომ მისი მოწოდება ქვეყნის ევროპული გაერთიანებიდან გამოსვლის შესახებ “ხალხს დააბნევს”.
ბრიტანეთის სავაჭრო პალატა მსოფლიოს 52 აკრედიტებულ კომერციული პალატების გაერთიანებაა, სადაც ათობით უმსხვილესი, საშუალო და მცირე ფირმები შედიან

banner
წინა სტატიაში“დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ნებისმიერი ფორმით გამოქვეყნება”
შემდეგი სტატიაევროპაში ირანის ნავთობით დატვიული გემო შევიდა