ევროპას რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლება არ შეუძლია, მომავალში ალბათ შესაძლებელი იქნება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის თქმით, ევროპას დღეს რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლება არ შეუძლია, თუმცა მისი ჩანაცვლება შესაძლებელია სამომავლოდ მოხდეს.
როგორც პუტინმა აღნიშნა, ევროპის ქვეყნები კვლავ აგრძელებენ რუსულ ენერგომატარებლებზე უარის თქმას, რაც მისივე თქმით პირველ რიგში მათი მოქალაქეებისთვის გამოიწვევს ფასის ზრდას.

ამასთან, პუტინმა ეროვნულ ვალუტაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკვე ნელ-ნელა ამბობს უარს ევროსა და დოლარზე.

პუტინი ამბობს, რომ დასავლეთის მცდელობა რუსული კომპანიები ალტერნატიულით ჩაანაცვლონ, მსოფლიო ეკონომიკას დააზარალებს.

„ენერგორესურსების მიწოდების მხრივ ფულის გადახდის გაჭიანურება ხდება, ბანკები ფულის გადახდას აგვიანებენ. ჩვენ ვცდილობთ დოლარსა და ევროზე ნელ-ნელა უარი ვთქვათ და მთლიანად გადავიდეთ ეროვნულ ვალუტაზე. ეროვნულ ვალუტაში უნდა მოხდეს საგარეო ვაჭრობაში წილის გაზრდა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადავდგით ამ მიმართულებით.

სავალუტო ბაზარი უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ ნებისმიერი უცხოური ვალუტა გადაიცვალოს საჭირო ოდენობით რუსულ რუბლებში ანუ უარს ვამბობთ იმ ვალუტებზე, რომლებმაც საკუთარი თავი არასტაბილურად მოგვაჩვენა, ეს არის ჩვენი სტრატეგიული ამოცანა.

ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ისეთ პარტნიორებთან თანამშრომლობა, რომლებიც თავის სიტყვას ასრულებენ და თავიანთ საქმიან რეპუტაციას უფრთხილდებიან. ამ მხრივ მინდა გითხრათ, რომ რუსეთის ენერგეტიკული კომპანიები დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან ბაზარზე მუშაობას.

დასავლეთის ქვეყნები რუსული კომპანიების განდევნას ცდილობენ და ალტერნატიული კომპანიები უნდათ, რომ ჩაანაცვლონ. ეს, რა თქმა უნდა, მსოფლიო ეკონომიკაზე აისახება. ამის შედეგები შეიძლება ძალზე მტკივნეული იყოს და პირველ რიგში ამ პოლიტიკის ინიციატორებისთვის.

ძალიან გასაკვირია, რომ ე.წ. პარტნიორები არამეგობრული ქვეყნებიდან აღიარებენ, რომ ისინი რუსული ენერგომატარებლების გარეშე ვერ იცხოვრებენ, მაგალითად ბუნებრივი აირის გარეშე და მისი ჩანაცვლება დღეს ევროპისთვის შეუძლებელია, შესაძლებელია ალბათ მომავალში მაგრამ არა დღეს.

თავისუფალი მოცულობა მსოფლიო ბაზარზე არ არსებობს. სხვა ქვეყნებიდან მოწოდება მომხმარებელს რამდენიმეჯერ ძვირი დაუჯდება. ეს ადამიანების ცხოვრებაზე აისახება და ევროპის ეკონომიკის კონკურენტობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან თვალსაჩინოა, ევროპის ქვეყნები კვლავ აგრძელებენ რუსულ ენერგომატარებლებზე უარის შესახებ. ისინი ბაზრის დესტაბილიზაციას ახდენენ, ამის გამო ფასები ძვირდება, პირველ რიგში მათი მოქალაქეებისთვის“, – აცხადებს პუტინი.

banner
წინა სტატიაშიჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე ევროინტეგრაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერა დაადასტურა
შემდეგი სტატიაესტონეთი ბრიტანეთს რუსეთის შესაკავებლად, ქვეყანაში მეტი სამხედროების გაგზავნას სთხოვს