ევროპარლამენტში უკრაინელ “პუტინის მძევლებზე” ფილმი აჩვენეს

ევროპის პარლამენტში 19 მარტს აჩვენეს ფილმი “პუტინის მძევლები: კრემლის უკრაინელი პოლიტპატიმრები”. დოკუმენტური ფილმი რუსული აგრესიის ჰიბრიდულ ომს ეხება უკრაინისა და უკრაინელი პოლიტპატიმრების წინააღმდეგ.
ფილმის ჩვენების შემდეგ ევროდეპუტატებმა განაცხადეს, რომ პოლიტპატიმრების გასათავისუფლებლად აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება – ევროკავშირში უკრაინის წარმომადგენელმა საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა – უკრაინული მედია წერს. ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ პრობლემები, რომელსაც ფილმი ეხება, მუდმივად უნდა იყოს დღის წესრიგში.

დოკუმენტური ფილმი, პირველად, გასულ კვირას ბრიტანეთის პარლამენტში აჩვენეს.

banner
წინა სტატიაში“ყვითელი ჟილეტები” ბრიტანეთში გენპროკურორის ოფისში შეჭრნენ
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე და მისი გუნდის წევრები ზვიად კვაჭანტირაძის დასჯას ცდილობდნენ