ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმს 15 დეკემბერს უყრიან კენჭს

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის შეთანხმებულ რეგულაციას 15 დეკემბერს უყრიან კენჭს. ინფორმაცია ამის შესახებ ევროპარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კენჭისყრა 15 დეკემბრის დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი. მანამდე კი 14 დეკმებერს პლენარულ სესიაზე, დეპუტატები შეჩერების მექანიზმზე ისმჯელებენ.

ევროპარლამენტის პლენარული სესიის დღის წესრიგში შეჩერების მექანიზმზე კენჭისყრის საკითხი მას შემდეგ შეიტანეს, რაც 8 დეკემბერს რეგულაცია მართლმსაჯულების, შინაგან საქმეთა და სამოქალაქო თავისუფლების კომიტეტმა (LIBE) დაამტკიცა.

ევროპარლამენტმა და ევროკავშირის საბჭომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი 7 დეკემბრის გვიან საღამოს შეათანხმეს.

ამასთან, მომავალ კვირას სავარაუდოდ გაიმართება სამმხრივი მოლაპარაკებები საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე რის შემდეგაც ცნობილი უნდა გახდეს, თუ როდის გაიტანენ აღნიშნულ საკითხს კენჭისყრაზე.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტი ინალკოში ქართული ენის კათედრის პროფესორებსა და სტუდენტებს შეხვდა
შემდეგი სტატია“განუზომელია ზურაბის წვლილი თავისუფალი საქართველოს შენებაში”- ჟვანიას დაბადების დღეს პრეზიდენტი გამოეხმაურა